ბიზნესმენი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი, გამოცემა „პროჯექთ სინდიქეით“-ში აქვეყნებს სტატიას სათაურით, „ევროპა, გთხოვ, გაიღვიძე“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ევროპა მთვარეულივით გონებადაკარგულია და ადამიანებმა უნდა გამოიღვიძონ, ვიდრე ძალიან დაგვიანდება. თუ ასე არ მოვიქცევით, ევროკავშირი დაადგება საბჭოთა კავშირის გზას, როგორც ეს 1991 წელს მოხდა. ვერც ერთი ჩვეულებრივი მოაქალაქე და პოლიტიკოსი ვერ იაზრებს ფაქტს, რომ რევოლუციური მომენტის წინაშე ვდგავართ, სადაც შესაძლებლობების დიდი არჩევანია და საბოლოო შედეგი ძალიან ბუნდოვანი.
უმრავლესობა თანხმდება, რომ მომავალი მეტნაკლებად ჰგავს დღევანდელობას, მაგრამ ეს ასე, ნამდვილად არ არის. ცხოვრების გრძელსა და მნიშვნელოვან მომენტებში, მოვესწარი ძალიან ბევრ პერიოდს, რასაც რადიკალურ უთანასწორობას ვუწოდებ. ჩვენ ახლა, სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფებით.
შემდეგი გარდამტეხი მომენტი იქნება ევროპარლამენტის არჩევნები მაისში, 2019 წელს. სამწუხაროდ, ანტიევროპული ძალები შედარებითი უპირატესობით იზეიმებენ ამ კენჭისყრის შედეგებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, მოძველებული პარტიული სისტემები, რომლებიც უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში იმარჯვებენ; წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივი დისციპლინის მექანიზმების არარსებობა, რომელიც არღვევს იმ პრინციპებს, რასაც დაეფუძნა ევროკავშირი. ევროკავშირს შეუძლია წევრ ქვეყნებს დააკისროს ევროკავშირის კანონების (acquis communautaire) შესრულება, თუმცა მოიკოჭლებს ქვეყნების მიერ აღსრულების კუთხით.
ანტიკური პარტიული სისტემა ხელს უშლის ადამიანებს, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ის ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირი დამყარდა, მაგრამ ეხმარება მათ, ვისაც სურს შეცვალოს ეს ღირებულებები რადიკალურად განსხვავებული ასპექტებით. ეს უკვე არის რეალობა ცალკეულ ქვეყნებში და კიდევ უფრო მეტად მომძლავრებული ტრანსევროპულ ალიანსებში.
ინდივიდუალური ქვეყნების პარტიული სისტემა ჰგავს მე-19 და მე-20 საუკუნეებში კაპიტალსა და შრომის ბაზარს შორის კონფლიქტს, მაგრამ დღევანდელი სისუსტე პრო-ანტიევროპულ ძალებს შორისაა.
ევროკავშირის დომინანტური ქვეყანა გერმანიაა. გერმანიაში დომინანტურ პოლიტიკურ ალიანსს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ბავარიის სოციალური კავშირი ქმნიან. ალიანსმა მანამდე იმუშავა, ვიდრე ბავარიაში არ იყო სხვა მნიშვნელოვანი პარტია. ეს ვითარება შეცვალა ექსტრემისტულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის". გასული წლის სექტემბრის არჩევნებში, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შედეგი იყო ყველაზე უარესი ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ხოლო “ალტერნატივა გერმანიისთვის“, პირველად ბავარიის პარლამენტში შევიდა.
ვითარება უიმედოა! გერმანიის მწვანეთა პარტია გარდაიქმნა ერთადერთ პროევროპულ ძალად ქვეყანაში და მათი რეიტინგი საგრძნობლად იზრდება, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიაღწია თავის ისტორიულ უმაღლეს წერტილს, ე.წ. ყოფილი აღმოსავლეთ გერმანული ნაწილისა. მაგრამ ახლა "ქრისტიან-დემოკრატიული" ალიანსის ამომჩევლები წარმოდგენილი არიან პარტიით, რომელშიც ორმაგი განწყობებია ევროპული ღირებულებების მიმართ.
გაერთიანებულ სამეფოში ანტიკური წყობის პარტიის სტრუქტურა ხელს უშლის პოპულარულ ნებას სათანადო გამოხატვისგან. ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიები შიდა უთანხმოებაში იმყოფებიან, მაგრამ მათი ლიდერები, ჯერემი კორბინი და ტერეზა მეი, ყველაფერს აკეთებენ, რომ უზრუნველყონ ბრექსიტი. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ბრიტანელების უმრავლესობას სურს, რომ ეს პროცესი, უბრალოდ დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა.
მაგრამ კორბინსა და მეის შორის დაპირისპირებამ ორივე პარტია დააზარალა, რომელმაც ლეიბორისტების აჯანყება გამოიწვია. იმ დღეს, როდესაც მეი და კორბინი ერთმანეთს შეხვდნენ, ტერეზა მეიმ ჩრდილოეთ ინგლისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბრექსიტის მომხრეთა დახმარების პროგრამა წარადგინა. კორბიანს ახლა ადანაშაულებენ დაპირების არ აღსრულებაში, რომელიც ლეიბორისტული პარტიის 2018 წლის კონფერენციაზე განაცხადა - რომ თავიდან აიცილებდა მეორე რეფერენდუმს თუ არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
საზოგადოება თანდათან აცნობიერებს ბრექსიტის შედეგებს. იმის შანსი რომ ტერეზა მეის შეთანხმება პარლამენტმა 14 თებერვალს უარყოს თანდათან იზრდება. ამან შესაძლოა მეორე რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება დააყენოს დღის წესრიგში ან ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შეტყობინება (ბრექსიტი).
იტალია მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ევროკავშირმა ფატალური შეცდომა დაუშვა 2017 წელს დუბლინის შეთანხმების გამკაცრებით, რომელიც უსამართლოდ ტვირთავს ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, სადაც მიგრანტები პირველად შევიდნენ ევროკავშირში. იტალიის პრო-ევროპული და პრომიგრაციის ელექტორატი შემცირდა და გაიზარდა ანტიევროპული ლიგის პარტიაში. წინათ დომინანტური დემოკრატიული პარტია გაურკვევლობაშია. შედეგად, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პროევროპული რჩება, არჩევანის გარეშეა, რადგან არ ასებობს მათთვის სასურველი პარტია.
თუმცა, არსებობს ერთიანი პროევროპული სიის ორგანიზების მცდელობა. პარტიის სისტემების მსგავსი რეგულაცია ხდება საფრანგეთში, პოლონეთში, შვედეთში და სავარაუდოდ სხვაგან.
ტრანსევროპული ალიანსების შემთხვევაში, სიტუაცია გაცილებით უარესია. ეროვნულ პარტიებს წარსულში მაინც აქვთ გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ტრანსევროპული ალიანსები მთლიანად ნაკარნახევია პარტიის ლიდერების ვიწროპარტიული ინტერესებით. ევროპის სახალხო პარტია (EPP) ყველაზე დიდი დამნაშავეა.
ევროპის სახალხო პარტია თითქმის მთლიანად მოკლებულია ამ პრინციპებს. რაც გამოიხატება დაუოკებელი წყურვილით უნებართვოდ შეინარჩუნოს უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის წევრობა იმისთვის, რომ ევროკავშირში ყველაზე მეტი მაღალი რანგის სამუშაო ადგილს თავად განკარგავდეს. ანტი-ევროპული ძალები შედარებით კარგად გამოიყურება: მათ მაინც აქვთ გარკვეული პრინციპები, თუნდაც ოდიოზური.
ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ პრო-ევროპული პარტიები მაისის არჩევნებში გამარჯვებას, თუ ისინი საკუთარ ინტერესებს წინ არ აყენებენ. პარტიებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები ევროკავშირის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ეს მოითხოვს ევროკავშირში „გულის“ შეცვლას.
ლიდერებს დღემდე ახსოვთ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროები, რომლებიც დაშლის შემდეგ განაგრძნობდნენ ბრძანებების მიღებას, თითქოს ისინი კვლავაც არსებობდნენ.
პირველი ნაბიჯი ევროპის მტრებისგან დაცვაა, ორივე საგარეო და საშინაო თვალსაზრისით და იმ საფრთხეთა მაგნიტუდის გააზრებაა, რომელიც ახლა დგას დღის წესრიგში. მეორე, პროევროპული ძალების გამოღვიძება და უმრავლესობის მობილიზაციაა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დასაცავად, რაზეც დაფუძნდა ევროკავშირი. სხვა შემთხვევაში, ერთიან ევროპაზე ოცნება, შესაძლოა, გახდეს 21-ე საუკუნის ღამის კოშმარი".