ტაილანდმა საზღვართან კამბოჯის სამხედრო პოზიციებზე საჰაერო იერიშები მიიტანა მას შემდეგ, რაც კამბოჯის ჯარებმა ტაილანდის არმიის პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. იუწყება Reuters
„8 დეკემბერს, ტაილანდის სამეფოს საჰაერო ძალებმა კამბოჯის სამხედრო პოზიციებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს კამბოჯის სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ტაილანდის ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვრისპირა მაცხოვრებლების უსაფრთხოებას და რეგიონში მოქმედ ტაილანდელ პერსონალს“, - ნათქვამია ტაილანდის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 დეკემბერს კამბოჯელმა ჯარისკაცებმა ორჯერ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას ბურირამის სასაზღვრო პროვინციაში BM-21 ტიპის მრავლობითი სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით.
ასევე დაფიქსირდა მძიმე შეიარაღების გადაზიდვა კამბოჯაში. რის შემდეგაც ტაილანდმა თავდასხმებით უპასუხა.
ბოლო შეტაკებების შედეგად ერთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება ივლისის ბოლოსაც მოხდა. მაშინ ტაილანდის მხარეს 14 ჯარისკაცი დაიღუპა.