საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტიდან 13 კილომეტრში სოფელ მართგაჯინაში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 15:14 საათზე მოხდა.