თარიღი    დრო

ჰავიერ სოლანას ბრიტანელი ბარონესა _ კეტრინ ეშტონი შეცვლის

საქართველო, თბილისი - 13:06 12.01.2009 2859
 საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე ჰავიერ სოლანას ბრიტანელი ბარონესა კეტრინ ეშტონი შეცვლის. ლისაბონის ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად მისის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდება, იგი ევროკავშირის შემადგენლობაში შევა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას მიიღებს. 
ეშტონი ასევე მიიღებს თავის განკარგულებაში სრულფასოვან ევროპულ პოლიტიკურ სამსახურს, რომელსაც უფლება ექნება საზღვარგარეთ თავისი მისიების გახსნისა. ევროპული საგარეო ურთიერთობათა სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა ხუთ ათას ადამიანს მიაღწევს.
"ჰავიერ სოლანას მუშაობის დასრულება ამ თანამდებონაზე ევროპის საგარეო პოლიტიკის მთელი ეპოქის დასრულებას ნიშნავს",_ აცხადებს ევროპოული სტრატეგიული კვლევების ექსპერტი კონრად შულცი. მისივე თქმით, ჰავიერ სოლანას მთავარი წარმატება საერთაშორისო არენაზე ბალკანეთის სტაბილიზაცია გახდა, ხოლო წარუმატებლობა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული სიტუაცია.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%