თარიღი    დრო

მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტზე საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 19:25 10.10.2018 203

დღეს მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება საქართველოს რკინიგზაც.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს. მოგეხსენებათ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას. საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მედია ტურზე. უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ხვალ დილით, 11 საათზე, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან, თამარ მეფის 15-ში ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, რათა ერთად გავემგზავროთ ქვიშხეთში და მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ მათთვის საინტერესო კადრების გადაღება და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება“, აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%