თარიღი    დრო

იგეგმება ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 18:22 03.14.2018 559

ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სახელით, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა, თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა. საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე "რესპუბლიკური პარტიის" მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა, "ციანიდის საქმე".

რატომ ხდება ეს? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიისა და კათოლიკოს პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის. მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ლგბტ პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას, რომ იგი იღწვის წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლების დაცვისათვის და ა.შ. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიკურ თამაშებში.

როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისათვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული.

მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აყვნენ ცილისმწამებლებს. პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ, ბოროტ ქმედებებს. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და რას ემსახურება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი უფლის მადლით იყო არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%