თარიღი    დრო

საგარეო საქმეთა მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას გაუფრთხილდნენ

საქართველო, თბილისი - 13:38 02.02.2018 569

საგარეო საქმეთა მინისტრი  მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას გაუფრთხილდნენ. მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით დღეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

,,მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა. ამით ისარგებლა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“, - განაცხადა ჯანელიძემ.


ერთი წლის წინ, 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი.  თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით,  2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.7%