თარიღი    დრო

ყველაფერს აუცილებლად ბოლომდე მივყვები და ყველას პასუხს ვაგებინებ - გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)

საქართველო, თბილისი - 18:25 12.21.2017 6905

„ადვოკატის მოთხოვნა რომ განვაგრძე, არაფერზე დავთანხმდი, მერე უკვე ამით დამსაჯეს, გამაშიშვლეს, ყინვაში დამაგდეს და დამცინოდნენ“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მან, დეტალურად ისაუბრა მის მიერ მოზამდებულ დასკვნით სიტყვაში თუ რა ვითარებაში დააკავეს ის სამართალდამცავება და როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი. გიორგანაშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, რამაზ თარაშვილის მოადგილეს ადანაშუალებს.

როგორც მსახიობი აცხადებს, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ის გამართლების შემთხვევაში, იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას, ვინც მის დაკავებასა და ზეწოლაში მიიღო მონაწილეობა.  

__ გიორგი, დღეს სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვით. რაზე გააკეთეთ აქცენტი?

_ აქამდე როგორც ბრალდებულს, უფლება არ მქონდა, ყველაფერზე მესაუბრა, დღეს კი, დასკვნით სიტყვაში პირველად მომიწია ყველაფრის დეტალურად მოყოლა. ვისაუბრე როგორ დამაკავეს, როგორ მოხდა ჩხრეკა და ნარკოტიკების ჩადება. პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკას ორი ადამიანი ესწრებოდა, რეალურად კი, იქ 10-15 ადამიანი იმყოფებოდა. დღეს სასამართლოზე მათი სახელები და გვარები პირველად გავაჟღერე.

__ მაღალჩინოსნებზეა საუბარი?

_ დიახ, თუმცა, მათი სახელები და გვარები ზეპირად არ მახსოვს. რა თქმა უნდა მაღალჩინოსნები იყვნენ, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, რამაზ თარაშვილის მოადგილე, თუ არ ვცდები, ზუბადალაშვილი.

ჩემი გაჩერებაც კი სტრესული იყო, იფიქრეს, რომ შევშინდებოდი და იმას გავაკეთებდი, რასაც ითხოვდნენ. ადვოკატი მოვითხოვე, მიხვდნენ რომ არაფერს ვუთმობდი, ამის შემდეგ ნივთმტკიცება „გააძრეს“, რომ შევშინებულიყავი, თან იფიქრეს შეშინდება და რასაც ვთხოვთ, იმაზე წამოგვყვებაო. მე არც ამაზე დავნებდი.

__ ამის შემდეგ მოხდა ნარკოტიკის ჩადება?

_ კი, ამის შემდეგ მოუწიათ. სავარაუდოდ, თავიდან ნარკოტიკის ჩადება გათვლილი არ ჰქონდათ, ასე მგონია, შეშინება უნდოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრუნებდნენ რომ ნარკოტიკზე ჩემი ბიოლოგიური მასალა ყოფილიყო და რაღაც მტკიცებულება ჰქონოდათ. ნარკოტიკი ვითომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, არადა ჯიბეში არც ჩაუდიათ, ხელში ეჭირათ. დღემდე ორი პოლიციელი ირწმუნება, რომ ის ნარკოტიკი ჩემი იყო. ყველაფერი ამ ორი პოლიციელის ჩვენებაზეა აგებული. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, საპროცესო შეთანხმებაზეც არ მივყვები, მართალია, ძალიან დაბალ სასჯელზე, 1 წელზეა საუბარი, აქედან 10 თვე მოხდილი მაქვს, მაგრამ საპროცესოზეც უარს ვაცხადებ.

                ახლა ზეწოლის არანაირი ბერკეტი არ აქვთ. ვისზე უნდა იმოქმედონ? იმედია, მოსამართლეზე ვეღარ იქონიებენ გავლენას. სამართლებრივად ყველაფერს აუცილებლად ბოლომდე მივყვები და ყველას პასუხს ვაგებინებ.

__ დასკვნით სიტყვაში აღნიშნეთ, რომ თქვენი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ გთხოვდნენ ჩვენების მიცემას..

_ დიახ, ამ ყველაფრის მოტივი ეს იყო. აბსურდული მიზეზები მოიყვანეს...

__ საუბრობთ სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც..

_ აყვანის შემდეგ ეს პროკურატურამ გააგრძელა ტელეფონით სარგებლობის აკრძლავით. ოჯახის წვერებთან კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა შეწყვეტილი მქონდა. 6 თვე არ ვიცოდი რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი, რას განიცდიდნენ, მეგონა რომ ჩემი ოჯახის წვერებიდან ვიღაც ამ ამბავს გადაჰყვებოდა. ეს ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო. საბედნიეროდ, ციხეში ადმიანისტრაციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა აღარ ხდება, მაგრამ პროკურატურა ამ შეზღუდვებით მაქსიმალურად ცდილობდა ზეწოლას.

                ოჯახის წვერებს ვერ ვაგებინებდი რა ფორმით მინდოდა გამოსვლა, საპროცესო შეთანხმებით თუ ბრძოლით, როგორი ადვოკატი მინდოდა. ყველანი გამოუცდელები ვიყავით და ჩემები ათას ვარიანტს განიხილავდნენ თუ რა ფორმით ეშველათ ჩემთვის. მე კი იქ მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთი ნაბიჯიც არ უნდა დამეთმო და ვიღაც ლომი ადვოკატი მჭირდებოდა, ვინც რეალურად იბრძოლებდა.

__ დასკვნვით სიტყვაში ასევე ისაუბრეთ იმაზე, რომ გაგაშიშვლეს და ასე 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდით. ვინ ესწრებოდა ამ ყველაფერს?

_ადვოკატის მოთხოვნა რომ განვაგრძე, არაფერზე დავთანხმდი, მერე უკვე ამით დამსაჯეს, გამაშიშვლეს, ყინვაში დამაგდეს და დამცინოდნენ. ამ ყველაფერს პოლიციელები და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა, რომელიც უშუალოდ იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას, ყველაზე დიდი აგრესიულობით ის გამოირჩეოდა, მაგინებდა. სავარაუდოდ, გაშიშვლებაც მისი ინიციატივა იყო.

__ თუ დაკითხეს ეს ადამიანი?

_ არა. პროცესზე მხოლოდ ორი ადამიანი მოვიდა, ისინი საერთოდ იყვნენ თუ არა იქ, არც მახსოვს. ჩადება აბსოლუტურად სხვა პერსონაჟმა განახორციელა, ვიზუალურად ის ძალიან კარგად მახსოვს, დიდი ხანია ვცდილობ მოვიძიო ვინ არის, მაგრამ ვერ მივაგენი. აბსოლუტურად ყველას სახელი და გვარი გავიგე, ამ ადამიანის და კიდევ ორის გარდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის ფლობისთვის წაუყენეს.

 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წელამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

 

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%