თარიღი    დრო

უწმინდესთან ვთანხმდებოდი, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდებოდი - დეკანოზის ინტერვიუ ე.წ. მატროსოვიდან

საქართველო, თბილისი - 11:07 10.09.2017 1633

,,მე უწმინდესს კონკრეტული სტრატეგია მივაწოდე, თუ როგორ  უნდა გაწმენდილიყო დედაეკლესიის ქონებრივი სისტემა მანკიერებებისგან. ამისათვის მე უწმინდესის და სინოდის მხარდაჭერა მჭირდებოდა. უწმინდესთან ვთანხმდებოდი, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდებოდი,  მაგრამ მაინც უნდა გაგვეკეთებინა“, - დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხიდან ექსკლუზიურად ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს პასუხობს

- მამაო, როგორი იყო გზა საერო ცხოვრებიდან დეკანოზობამდე

_ ეს ძალიან ვრცელი სასაუბრო თემაა. ამ სიტუაციაში გამიჭირდება სრულფასოვანი პასუხის გაცემა. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ რთული გზა იყო, თუმცა ძალიან საინტერესო. რაც მთავარია ამ გზაზე საწუთროსგან ბეევრი ტკივილი და ბევრი საჩუქარიც მიმიღია. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

 

-როდის გაიცანით პატრიარქი და როდიდან დაუახლოვდით მას?

_ როცა უწმინდესი ჩამოდიოდა ეპარქიაში სასულიერო პირებს გვიწევდა მასთან ყოფნა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მისი მადლის ქვეშ ყოფნა.

- რატომ მოითხოვა პატრიარქმა დაჟინებით თქვენი ბათუმის ეპარქიიდან საპატრიაქროში გადმოყვანა?

_ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. დაზუსტებით ვერ გეტყვით რამ განაპირობა ეს, თუმცა ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით საპატრიარქოს პრობლემურ საკითხებზე.  უწმინდესს მოსწონდა ჩემი მოსაზრებები საპატრიარქოს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანხმდებოდით, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე და კონტროლირებადი უნდა ყოფილიყო.

- რა როლი მიუძღვის ამ საქმეში მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს?

_ მეუფე დიმიტრიმ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მან ეს მოგვიანებით შეიტყო.

-თუ მოგინახულათ თქვენმა სულიერმა აღმზრდელმა, მეუფე დიმიტრიმ და რა გაქვთ მისთვის მოსაყოლი?

_ მე ველოდები მეუფე დიმიტრის, რომ მომინახულებს, ის ჩემი მოძღვარია.

-შორენა თეთრუაშვილი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას თქვენი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ბრალდება კი საპირისპიროს აცხადებს. რეალურად, როგორი ურთიერთობა იყო თქვენსა და შორენა თეთრუაშვილს შორის?

_ ჩვენ გვიწევდა თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით, თუმცა, ამის გამო ადამიანის მოკვლის განზრახვა შეუძლებელია გაგიჩნდეს. 

-თქვენი დაპირისპირების შესახებ პატრიარქმა თუ იცოდა?

_ დიახ, უწმინდესმა ეს იცოდა.

-პატრიაქრმა საკმაოდ დიდი ნდობა გამოგიცხადათ, თქვენ პრაქტიკულად, ქორეპისკოპისი იაკობი ჩაანაცვლეთ(უფლებამოსილებას ვგულისხმობ). რითი მოიპოვეთ პატრიარქის ასეთი ნდობა

_ მე უწმინდესს კონკრეტული სტრატეგია მივაწოდე, თუ როგორ  უნდა გაწმენდილიყო დედაეკლესიის ქონებრივი სისტემა მანკიერებებისგან. ამისათვის მე უწმინდესის და სინოდის მხარდაჭერა მჭირდებოდა. ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი ღია იყო. ჩვენ ვთანხმდებოდით რომ ეს მტკივნეული ნაბიჯები იქნებოდა, ვიცოდით, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდებოდი, მაგრამ მაინც უნდა გაგვეკეთებინა.

-ამ ფაქტამდე, თუ გქონიათ, ქორეპისკოპოს იაკობთან რაიმე სახის დაპირისპირება და რას უკავშირდებოდა ეს

_ მანამდე არა. ჩემი დანიშვნის დღიდან ქორეპისკოპოსი უარყოფითად განეწყო ჩემდამი. ჩემთვის ეს გასაგები იყო.

-თეთრუაშვილმა ჩვენებაში პატრიაქრი კონკორდატის დარღვევაში დაადანაშულა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საპატრიაქროს სიმდიდრის განკარგვა მეუფე იაკობს ჩამოერთვა, სასულეირო პირებს შორის დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. რას იტყვით ამაზე?

_ ამ შემთხვევაში შორენამ სიმართლე თქვა.

 

-რატომ სთხოვეთ თქვენს სულიერ აღმზრდელს, მეუფე დიმიტრის ბათუმის ეპარქიაში დაბრუნება, რა მიზეზით გსურდათ საპატრიარქოდან წასვლა?

_ ბოლო პარიოდში ვატყობდი, რომ ის საქმე რომლისთვისაც მე დავინიშნე არ სრულდებოდა. არანაირი რეაგირება არ იყო ჩემ მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე. სინოდზე არცერთხელ არ გავიდა ჩემი მოხსენება. ჩემი იმ თანამდებობაზე ყოფნა აზრს კარგავდა. ისედაც მოვაკელი ზრუნვა ჩემ მრევლს იმ პერიოდის განმავლობაში. აღარ მიღირდა იქ ყოფნა, მინდოდა მრევლს დავბრუნებოდი.

-პატრიარქმა, დაგავალათ, ფინანსური მოკვლევის ჩატარება.კონკრეტულად, რა დარღვევები აღმოაჩინეთ, რომელი საუსლიერო პირების ბრალეულოობა იკვეთებოდა და პატრიარქამდე თუ მივიდა ეს ინფორმაცია?

_ აქ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ჩემი მოხსენება და იქ წერია ყველაფერი. უწმინდესმა იცოდა, მაგრამ სინოდალური გადაწყვეტილება სჭირდებოდა ამ საკითხებს. ამას ვერ მივაღწიე სამწუხაროდ.

 -რას იტყვით, იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც მამალაძეს ციანიდზე ესაუბრებით. რატომ დაგჭირდათ, ციანიდის ხსენება

_ თუ რისთვის ვესაუბრებოდი ირაკლი მამალაძეს ამ ნივთიერების შესახებ ეს უკვე განვმარტე. ხოლო თუ ვიდეოკადრებს კარგად დააკვირდებით მიხვდებით სერიოზული იყო თუ არა ეს საუბარი ზოგადად.

-ალბათ, ძალიან ბევრს ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენს თავს მოხდა. თქვენ თვლით, რომ უსამართლოდ გაგანადგურეს. ვის, ან რას შეეწირეთ

_ სამწუხაროდ ეს ბევრი მხარის ინტერესებში შედიოდა.

ეკა ლემონჯავა, ჯი-ეიჩ-ენი

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%