ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე, ნაცემია. დაზიანებები მას თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
40 წლის ალექსანდრე შავერდაშვილს, პირველადი დახმარება გორის საავადმყოფოში გაუწიეს, რის შემდეგაც, ის სახლში გაწერეს.
რუსი სამხედროების მიერ სოფელ ქვეშიდან გატაცებული მამაკაცის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მისი ოჯახის წევრებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც საუბრობენ.
უწყების განცხადებით, საკითხის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ასევე, ყველა სხვა საერთაშორისო ფორმატის განხილვის საკითხი გახდება.
ალექსანდრე შავერდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან, სამდღიანი ტყვეობის შემდეგ, დღეს გამოუშვეს.