საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პენსიების ზრდასთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა არაფერ შუაშია.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის თქმთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტში საუბარი არ ყოფილა პენსიების მატებაზე, ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა მთავრობაში.
„პოლიტსაბჭოზეც, მთავრობასთან ერთადაც, იყო ამაზე საუაბრი. პირდაპირი დავალება იყო პრემიერის, მოძებნილიყო საშუალება, ჯერ კიდევ მანამდე სანამ ნაციონალური მოძრაობა ამ ინიციატივას გააკეთებდა. რისი საშუალებაც მოიძებნა ამ ეტაპზე, ეს არის “, - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.
,ნაციონალური მოძრაობა“ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სიახლეს ეხმაურება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ენმ-მ აიძულა მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა გაეთვალისწინებინა. ენმ პენსიის გაზრდის მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება.