15 დეკემბერს,17:00 საათზე ქ. თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ" გაიმართება აუდიო დისკის „ლექსი თქვი, ხევსურის ქალო" პრეზენტაცია.
დისკი გამოიცა ,,ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის" პროექტის „უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ლეგალიზაცია ხევსურეთში"ფარგლებში ,რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) საგრანტო პროგრამით.
საღამოზე მონაწილეობენ ხევსური პოეტი ქალბატონები, ანსამბლები: "დები გოგოჭურები", დები ზვიადაურები, მომღერალი ნინო ბაშარული, ლიკა გოგოჭური, წაიკითხავენ ხევსურულ ფოლკლორისა და სახალხო მთქმელების ლექსებს, თანამედროვე შემოქმედებას გააცნობენ და შეასრულებენ რამოდენიმე სიმღერას ანსამბლების რეპერტუარიდან. გამოიფინება: ხევსურ პოეტ ქალთა წიგნები, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.
საღამოს სპონსორები არიან :
სს "ქართული ლუდის კომპანია" -ტრაციული ქართული ლუდი "ხევსურული"
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI)
მხარდამჭერნი: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სტუდია „არაგვიანი".