12 მარტს ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის (NATO-Georgia Commission-NGC ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბება, სადაც ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატო-ს მხარეს 2010 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას (Annual National Programm გადასცემს. Aამავე სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ალიანსის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენს. სხდომაზე ნატო-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიერო, რომელიც გენერალური მდივნის მოვალეობას ასრულებს.
ამავე დღეს ბრიუსელში ხელი მოეწერება ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტს ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფის შესახებ (NAMSA). საქართველოს მხრიდან პროექტს ხელს მოაწერს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე. ამ პროექტის წამყვანი ქვეყნებია ლიტვა, ესტონეთი და ჩეხეთი. მისი წარმატებით განხორციელება საქართველოს საკუთარი განაღმვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს კლაუდიო ბიზონიეროსთან, ნატო-ში ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, ნიდერლანდების ელჩებთან.
მასალის გამოყენების პირობები