დღეს, 11 მარტს, პროექტის "ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა" ფარგლებში შედგება გურჯაანის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2008 წლის 31 ივლისს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას სახელწოდებით "ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა". აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მსოფლიო ბანკსა, როგორც იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის (JSDF) გრანტის განმკარგველს და საქართველოს შორის.
პროექტის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი". გრანტი ითვალისწინებს:
• საქართველოს 8 რეგიონში (გურჯაანი, გორი, მარნეული, ახალციხე, ზუგდიდი, ვარციხე, ლენტეხი, ამბროლაური) ახალგაზრდული ცენტრების ჩამოყალიბებას;
• ახალგაზრდა მეწარმეთა ბიზნეს განვითარებას;
• ადგილობრივ დონეზე მომუშავე ახალგზრდული მუშაკების უნარების გაზრდას.
2009 წლის დეკემბერში დასრულდა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. კერძოდ: გარემონტდა აღმოსავლეთ საქართველოს ოთხივე ახალგაზრდული ცენტრი, აღიჭურვა ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით და შეიქმნა ყველა პირობა, რათა რეგიონის ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული ახალგაზრდული ცენტრების ღონისძიებებში.