უკრაინის მილიცია და „ბერკუტი" „ბატკივშინას" ოფისს არბევენ. ამის შესახებ პარტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
„ბერკუტის" თანამშრომლები ჯავშანჟილეტებით არიან, ყველა შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. მათ შეამტვრიეს ერთ-ერთი ოთახის კარი და ახლა გააქვთ საოფისე მოწყობილობები. შენობა ბლოკირებულია და გარეთ არ უშვებენ პარტის წევრებსა და იქ მყოფ ჟურნალისტებს. მობლური კავშირ მუშაობს ხარვეზებით", - აცხადებს პარტიის პრეს-სამსახური.
ამავდროულად, უკრაინის შსს კიევში გრუშევსკისა ინსტიტუტის ქუჩებში დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულ ქმედებებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიმართვებით ხსნის, რომელბიც გზის სავალი ნაწილის გახსნას მოითხოვენ.
უკრაინის შსს განმარტავს, რომ დემონსტრატების გაძევება მოხდება სამთავრობო კვარტალებიდან.
ამ დროისთვის მაიდანზე ანალოგიური ქმედებები არ ტარდება.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, მილიცია რაოდენობრივად ბევრად სჭარბობს დემონსტრანტებს.