უკრაინის შსს კიევში გრუშევსკისა ინსტიტუტის ქუჩებში დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულ ქმედებებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიმართვებით ხსნის, რომელბიც გზის სავალი ნაწილის გახსნას მოითხოვენ.
უკრაინის შსს განმარტავს, რომ დემნტრატების გაძევება მოხდება სამთავრობო კვარტალებიდან.
ამ დროისთვის მაიდანზე ანალოგიური ქმედებები არ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეებმა გრუშევსკისა და ინსტიტუტის ქუჩიდან, სადაც უკრაინის მინირთა კაბინეტის შენობაა განლაგებული ,დემონსტრანტების ევროპის მოედნის მიმართულებით შევიწროვება დაიწყეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, მილიცია რაოდენობრივად ბევრად სჭარბობს დემონსტრანტებს.
ამავდროულად მილიციამ ურაყო ინფორმაცია, „ბატკივშინის" შენობის შტურმის შესახებ, მაშინ როდესაც პარტის წარმომადგენლები საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებნ.