სამგზავრო ავტობუსზე ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხის დაცემის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ორთაჭალაში ყვითელ ავტობუსს, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ ხე დაეცა, თუმცა ინციდენტის შედეგად მხოლოდ ავტობუსი დაზიანდა.
ასევე ქარის მიერ მოტეხილი ხის დაცემის შედეგად გოლფის მარკის ავტომობილი, ძველ შენობა და გარე განათების ელექტროხაზებია დაზიანებული, რამაც დროებით გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
ორთაჭალაში გაწმენდითი სამუშაოები დღეს, გამთენიისას დასრულდა, ამ დროისთვის გზა გახსნილია.