ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის თავმჯდომარე ლინას ლინკიავიჩუსი უკრაინის სპეციალურ დანაყოფებს მიმართავს და მოუწოდებს ევრომაიდანის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან ასეთი ქმედება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას შეუძლებელს გახდის. ლინკიავიჩუსმა ამის შესახებ სპეციალური განცხადება გავრცელა.
„სიტუაცია უკრაინაში სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ სპეციალური დანაყოფები კიევის ცენტრში არიან მობილიზებულნი და გვესმის გაფრთხილებები ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციას თუ საფუძველი აქვს ეს უნდა შეწყდეს",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე დადებითად არის აღნიშნული უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეხვდეს ყოფილ პრეზიდენტებს და ოპოზიციის ხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები