უკრაინის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას დაარსდეს საერთოეროვნული მრგვალი მაგიდა იმისათვის რათა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნეს ნაპოვნი. განცხადება ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახურმა გააკეთა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა მოქმედ პრეზიდნეტს ვიქტორ იანუკოვიჩს მიმართა წინადადებით დააარსოს დაარსდეს საერთოეროვნული მრგვალი მაგიდა იმისათვის რათა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნეს ნაპოვნი და მასზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სასაუბროდ მიიწვიოს.
„იანუკოვიჩმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. მისი აზრით ასეთ მრგვალი მაგიდა ერთიერთგაგების მოედანი გახდება",_ იუწყება პრესსამსახური.
ხვალ, კრავჩუკის წინადადებით ვიქტორ იანუკოვიჩისა და უკრაინის სამი ექს-პრეზიდენტის შეხვედრაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები