10 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
საბურთალოს რაიონი
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკალაძის, ვაშლოვნის, გ. ახვლედიანის, კოსტავას და კობახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.