ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი „ევრომაიდანს" მხარდაჭერას უცხადებს.
„მოგმართავთ თქვენ, მამაცო უკრაინელებო! მომავლისთვის მებრძოლნო და არა წარსულისათვის. ჩვენ ამერიკელები და თქვენ, დემოკრატიის ამ მისწრაფებაში ერთმანეთს ვგავართ. მცდელობებისა და შეცდომების გზებით ჩვენ გავითავისეთ, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია არ არსებობს სამართლიანი, ღია და გამჭვირვალე არჩევნების გარეშე",- განაცხადა ჯორჯ კლუნმა თავის ვიდეომიმართვაში.