მაიდანზე შეკრებილი მამაკაცები სასტუმრო „კაზაცკის" მხრიდან ერთმანეთის გვერდით დადგნენ. ისინი იქ მყოფ ქალებს სიღრმეში შესვლისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე მამაკაცს ხელში ხელკეტი უჭირავს.
მაიდანი დარბევის მოლოდინშია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შინ შინაგანი ჯარის ნაწილებით სავსე რამდენიმე ავტობუსი სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალა მაიდნისაკენ დაიძრა.
მათივე ინფორმაციით, „ბერკუტი" მაიდნის ალყაში მოქცევას ცდილობს. „
ბერკუტმა" მაიდანზე რამდენიმე მისასვლელი ქუჩა უკვე ჩახერგა. სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილებთან ფრაქცია „უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო გავიდა, სწორედ მან მოუწოდა მომიტინგეებს ჩამწკრივებისკენ.
ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა არსენი იაცენუკმა მაიდანის სცენიდან ყველას მაიდანის დაცვისკენ მოუწოდა.
იაცენუკის განცხადებით ქალაქის ცენტრში გადაკეტილია ყველა მეტრეო სადგური და მაიდნის მიმართულებით შინაგანი ჯარებისა და ბერკუტის ნაწილები მიდიან. მაიდანზე მყოფმა სასულიერო პირებმა ლოცვა დაიწყეს.