კიევის სახელმწიფო საქალაქო ადმინისტრაციაში მომიტინგე ადამიანები სამართალდამცავების მიერ შენობის იერიშისათვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სხდომის დარბაზების დატოვება დაიწყეს. თან მათ ხელკეტები და შლემები მიაქვთ. ისინი შენობის პირველ სართულზე და ქუჩაში იკრიბებიან. გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევის სახელმწიფო საქალაქო ადმინისტრაციასთან „ბერკუტის" წარმომადგენლები იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის შენობაში მცირე რაოდენობის ხალხია, დაახლოებით 100 -150 კაცი.
კიევის სახელმწიფო საქალაქო ადმინისტრაციაში ამჟამად კიეველებთან შეხვედრები მიმდინარეობს, იქვე ხვდებიან დეპუტატები თავიანთ ამომრჩევლებს. შენობაში აგრძელებს მომიტინგეთათვის განკუთვნილი გათბობისა და სამედიცინო პუნქტი.