გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დაიწყება.
"სამინისტრო მთლიანად მობილიზებულია და ჩვენი გეოლოგები არსებულ ვითარებას ადგილზე სწვალობენ. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა მდინარეებზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს დავიწყებთ, მანამდე კი ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაცია მივეცით ის ოჯახები, რომელთაც ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის სახლებიდან დროებით გაიყვანოს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმების გამო ადიდებულია მდინარე რიონი, რომელიც საფრთხეს დასახლებულ პუნქტებს უქმნის.
ასევე, არსებობს საშიშროება, რომ რამდენიმე მდინარე კალაპოტს შეიცვლის.