მაიდანზე ამ დროისათვის სამი ათასამდე ადამიანია შეკრებილი. მიუხედავად თოვლისა და ქარბუქისა მაიდანზე ხალხის რაოდენობა თანდათან იზრდება. აქცია მშვიდობიანადა მიმდინარეობს. მაიდანზე მომინტნგეთა შორის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კოლონნა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლოაბში ქალაქ ვასილკოვში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა კიევისკენ დაიძრა. მართალია სამხდერო ნაწილის კართან პიკეტი მიმდინარეობდა, იმისათვის რათა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს არ დაეტოვებინათ ბაზის ტერიტორია, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმით სავსე ტრანსპორტმა მოპიკეტეების დერეფანი გაარღვია. კოლონნაში ათობით ავტობუსია, რომლებიც კიევისკენ მოდიან.
ამავე დროს, ოპოზიციის მიერ დაბლოკილ სამთავრობო კვარტალთან ასევე თავს იყრიან რეგიონების პარტიის მხარდამჭრები.
პარტია „უდარმა" ბოდიში მოუხადა კიეველებს გადაკეტილი ქუჩების გამო შექმნილი დისკომფორტისათვის. „ჩვენ იძულებულნი ვართ ეს გავაკეთოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ", _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.