ხვალ, 10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის გიორგი წიკლაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გიორგი წიკლაურის პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია: პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, გრაფიკა, თემატური სიუჟეტები. მხატვრის ნამუშევრებში იგრძნობა ნაივური უშუალობა, ოჯახური ტრადიციების ერთგულება, მთის შვილის სილაღე და სიდიადე.
გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 17 დეკემბერს დაიხურება.