გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა უკვე რუსეთის ხელისუფლებას აცნობა, რომ ის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე არ გაემგზავრება. მართალია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქვე უარყვეს, რომ ეს ბოიკოტის გამოცხადება არ არის, მაგრამ პრეზიდნეტის გადაწყვეტილება ყველამ სწორედ ამგვარად აღიქვა და გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა ამით რუსეთში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის გამო პროტესტი ამგვარად გამოხატა.
პირველად იმის შესახებ, რომ გერმანიის პრეზიდენტი სოჭში არ ჩავა ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა „Spiegel" -მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს გერმანიის პრეზიდენტის ბოიკოტია. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსნადრე პუშკოვმა „ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა: „გერმანიის პრეზიდენტს არასოდეს არ დაუგმია ქალებისა და ბავშვების ხოცვა პაკისტანსა და ავღანეთში, მაგრამ ის ასე აკრიტიკებს რუსეთს, რომ არ წავა სოჭში".
აღსანიშნავია, რომ გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მიმართავს თხოვნით, ნუ უწოდებენ ყოველივე ამას „ბოიკოტს", ადმინისრაციაში აღნიშმავენ, რომ უბრალოდ, პრეზიდენტის ასე გამოხატავს თავის შეშფოთებას რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.