ევრომაიდანის აქციები, რომლებიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს არა რევოლუცია, არამედ კარგად მომზადებული აქციებია და ყველაფერი ეს 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იყო მომზადებული და უბრალოდ ადრე დაიწყო. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის „პირველ არხთან" საუბრისას გააკეთა.
„ის რომ ეს ყველაფერი მომზადებულია ყველა ობიექტური ადამიანისათვის ცხადი რამაა, გვულისხმობ იმას რასაც ჩვენ ეკრაბიდან ვხედავთ, როგორ მოქმედებენ კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ბოევიკების ჯგუფები. ეს ჩემი შეფასებაა. ოპოზიცია ან ყოველთვის ვერ აკონკრეტებს იქ რა ხდება ან ეს ყველაფერი არკვეული პოლიტიკური შირმაა ექსტრემისტული მოქმედებებისათის",_ თქვა პუტინმა და აღნიშნა: „აქციები მომზადებული და დაგეგმილი იყო 2015 წლის არჩევნებისათვის, უბრალოდ, ვინაიდან უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში პაუზა შეიქმნა ისინი ადრე დაიწყო".