დღეს, 11 მარტს, 18:30 საათზე, პოლიტიკური პარტიები საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებას გაეცნობიან. მსგავსი მოხსენება ყოველწლიურად მზადდება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე თავსდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებას ქართველ პოლიტიკოსებს აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი გააცნობს.