დღეიდან, 11 მარტიდან, საქართველოს პარლამენტი ნარკოტიკების მომხმარებლების კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი წარუდგენს.
კანონპროექტის ტანახმად, რომ საჯარო სამსახურში ნარკოტიკების მოხმარებაზე პირის შემოწმება მოხდება პერიოდულად და არა მხოლოდ სამსახურში მიღებისას. დაკონკრეტდება, რომ ნარკოტესტის პასუხი შეიძლება გახდეს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილების პროექტი ანტინარკოტიკული კანონმდებლობის პაკეტში შედის, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით 2007 წელს აქვს მიღებული. მას შემდეგ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა შეფერხდა.