დღეს, 11 მარტს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პოლიტიკური მოძრაობა "ქართული დასი" არასამთავრობო სექტორთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადეგენლები და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც დაესწრება.
შეხვედრაზე შეთანხმებულ საკითხებს ჯონდი ბაღათურია აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს გააცნობს, რომელიც დღის მეორე ნახევარში ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას გააცნობს.