დღეს, 11 მარტს, 09:30 საათზე, გერმანულ სახლში (ელენე ახვლედიანის აღმართი 4, ე. წ. "მედიკოსების სახლთან~) დაგეგმილია მრგვალი მაგიდა სახელწოდებით "გერმანია-საქართველოს ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობა".
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTC) პროექტი "კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში (DWVG).
შეხვედრის მიზანია ქვეყანაში უცხოური, კერძოდ, გერმანული ინვესტიციების მოსაზიდად და ხელშესაწყობად წინაპირობების გაუმჯობესება, მომავალ თანამშრომლობაზე წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავება.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWVG) 15 წევრი კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორის Hეილდელბერგჩემენტ Gეორგია, Pროჩრედიტბანკ, Lუფტჰანსა და ა. შ., გერმანიის საელჩოსა და ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.