ხვალ, 11 მარტს, ალექსანდრე ბასილაის დაბადებიდან 68 წელი შეუსრულდებოდა.
ალექსანდრე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონტრაბასის ფაკულტეტი. 1982 წელს ალექსანდრე ბასილაიას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იყო ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი.
ბასილაიას ეკუთვნის ცნობილი მიუზიკლები - '"არგონავტები", '"ჩხიკვთა ქორწილი, "ფიროსმანი".
მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - "რაღაც დასრულდა", რომლის პრეზენტაციაც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიმართა.
ბასილაია 2009 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა.