ოპოზიციური პარტია „უდარი"-ს ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში, მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას ყველას საყოველთაო გაფიცვისაკენ მოუწოდა.
„ჩვენ მშვიდობიანად დავბლოკავთ სამთავრობო შენობებს და არ მივცემთ მათ მუშაობის საშუალებას",_ განაცხადა ოპოზიციონერმა. მან ასევე მოუწოდა ყველას არ დანებდდნენ და ბრძოლა გააგრძელონ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რადაში მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ჩავარდა დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირეს. ამ გადაწყვეტილებას მხარი 338 დარეგისტრირებული დეპუტატიდან 186 -მა დაუჭირა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 226 ხმა.