უკრაინის უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 338 დარეგისტრირებული დეპუტატიდან 186 -მა დაუჭირა.
„რეგიონების პარტიიდან" მთავრობის გადაყენებას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, „ბატკივშინა"-დან - 90-მა, „უდარი"- დან - 42-მა, „სვობოდა"- დან 36-მა და 17 დეპუტატმა ფრაქციების გარეშე.
„უკრაინის კომუნისტური პარტიიდან" ამ გადაწყვეტილებას არც ერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 226 ხმა.