„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც იგი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ბელგიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან.
შეხვედრებზე განიხილება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება. ბელგიურ მხარესთან შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ბელგია 2010 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.