უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე გადის. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიღების შემთხვევაში უკრაინის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგება.