მას შემდეგ რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ აზაროვისა და მისი მთავრობის ყველა მინისტრის რადაში გამოცხადებას მისცა ხმა - ყველა მინისტრი რადისკენ გაემართა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობაში არსებულ წყაროზე დაწყრდნობით ვრცელდება.
წყარო ასევე იუწყება, რომ ყველა მინისტრი და პრემიერი აზაროვი კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავენ, რომელზეც რადამ მათთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი უნდა დააყენოს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ აზაროვს რადაში მისასვლელად ვადა ერთი საათი მისცა.