რადამ ოპოზიციის მოთხოვნას სხდომაზე ნიკოლი აზაროვის მთავრობის სრული შემადგენლობით გამოცხადების შესახებ მხარი დაუჭირა.
ამავე დროს ნიკოლაი აზაროვის პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ჩინოვნიკები აზაროვის მეთურობით რადის შენობაში ვერ შევიდნენ, მათ მომიტინეებმა შეუშალეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ აზაროვს რადაში მისასვლელად ვადა ერთი საათი მისცა.
დღეს რადაში ოპოზიციის წინადადება განიხილება უკრაინის მთავრობის გადაყენების შესახებ. ოპოზიცია პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას რომელშიც მთავრობისადმი უნდობლობის საკითხია დაყენებული.