უკრაინის მთავრობა უმაღლესი რადის სხდომაზე არ მივიდა სადაც დღეს ოპოზიციის წინადადება განიცილება უკრაინის მთავრობის გადაყენების შესახებ. ოპოზიცია პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას რომელშიც მთავრობისადმი უნდობლობის საკითხია დაყენებული.
ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის გადაყენება მოხდება. ოპოზიციის განცხადებით, ამ დოკუმენტის შემუშავებას საფუძვლად ასევე დაედო მაიდანზე ხალხის დარბევის გადაწყვეტილება.
გარდა მთავრობის გადაყენებისა ოპოზიციის წარმომადგებლები პრეზიდენტის გადადგომასა და შს მინისტრის დაპატიმრებას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას და შს მინისტრის დაპატიმრებას. მათ ვინც მხარი არ დაუჭირა გადადგომას ასევე ბრალი მიუძღვით ბავშვების დარბევაში",_ განაცხადა რადის ტრიბუნიდან ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა არსენი იაცენიუკმა.
„თქვენ პერსონალურად დაგეკისრებათ გადაწყვეტილება თუ ამ საკითხს მხარს არ დაუჭერთ",_ განაცხადა რადაში სიტყვით გამოსვლისას პარტია „უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ.