ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ავთო ვარაზის რეტროსპექტული გამოფენა მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 70-მდე ნამუშევარი საქართველოში არსებული სამუზეუმო ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან(ფერწერა, გრაფიკა, პოპ-არტი).
ავთო ვარაზი მოღვაწეობდა 1926-1977 წლებში, ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია გაბნეული, ხოლო ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. მხატვრის ნამუშევრებიდან „ხარის თავი" ნიუ-ორკის „მოდერნ არტის"მუზეუმში ინახება, „კრავის თავი" აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მეორე „ხარის თავი" -ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა" კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება.
გამოფენის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.