ისლანდია მზადაა საკუთარ მოქალაქეებს იპოთეკური კრედიტების მიმართულებით, 920 მლნ ევროს ოდენობით დაეხმაროს, რათა ამით ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისგან იხსნას, რომელშიც ისლანდია 2008 წლიდან აღმოჩნდა. კრიზისის გამო, ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში ინფლაციამ 38 %-ი შეადგინა და შესაბამისად ბევრისთის იპოთეკა გახდა გადაულახავი ბარიერი.
მთავრობის ინიციატივით იპოთეკარებს თანხის ნახევარი ჩამოეწერებათ და იმავდროულად 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მათი სესხის პროცენტს დაფარავს. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში იპოთეკური კრედიტების მოცულობამ 680 მლრდ ევრო შეადგინა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის 80 %-ი იპოთეკური სესხებით სარგებლობს და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს.