ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ს სურს, რომ ტვირთი მის მფლობელებთან მცირე ზომის ვერტმფრენებით ჩაიტანოს. ახალი მომსახურება, რომელსაც Prime Air-ი ეწოდება, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეკვეთილი პროდუქცია გადახდიდან 30 წუთში მიიღონ.
Amazon-ს იმედი აქვს, რომ უპილოტო ვერთმფრენების მომსახურებას 2015 წლიდან დანერგავს. ინტერნეტ-მაღაზის იმედი აქვს, რომ სწორედ 2015 წლამდე აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია უპილოტო ვერტმფრენების გადადგილების წესებს შეიმუშავებს.
Amazon-ში მიაჩნიათ, რომ Prime Air-ი ტრადიციული საფოსტო მომსახურების ალტერნატივა გახდება.