საქართველოს პარლამენტში ევრონეტის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაცია იქმნება.
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.
კერძოდ, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრით განისაზღვრა.
დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილი იქნება 7 წევრით, ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები" - 1 წევრით, ფრაქცია "ძლიერი საქართველო" - 1 წევრით, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" - 1 წევრით.
დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2 წევრი, ხოლო დანარჩენ სამ საპარლამენტო ფრაქციას თითო წევრი ეყოლება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტი პარასკევის, 12 მარტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა 24 მარტს ბრიუსელში ჩატარდება.