3 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკის მიხედვით:
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიქობავას, ტურგენევის, უზნაძის, ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, რომის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის
მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.