"რუსეთი გამუდმებით ცდილობს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკანასკნელი განკარგულებაც.
რუსეთის ნაბიჯები, რომელსაც იგი თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გასამართლებლად და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსის შესაცვლელად დგამს თავიდანვე განწირულია. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნებისმიერ "ხელშეკრულებას", რომელიც უკვე დადებულია ან მომავალში შეიძლება რუსეთსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის დაიდოს არანაირი ლეგიტიმური ძალა არ გააჩნია. რუსეთსა და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს, თუ უკვე არა აქვთ გაცნობიერებული~, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვაშაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ კარგი იქნება, თუ ამგვარი კვაზი-ლეგიტიმური თამაშების ნაცვლად რუსეთის მხარეს მეტ ყურადღებას თავისი საერთაშორისო ვალდებულებებს მიაქცევს, რომელთაც იგი 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით აიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლავროვის უწყებას ცხინვალში ერთობლივი სამხედრო ბაზის ხელშეკრულების მომზადება დაავალა.