კიევში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების გამო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის დედაქალაქში შინაგანი ჯარის დამატებითი ძალაა გადაგზავნილი. ქვეყნის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი სამხედრო ძალა იმისთვისაა საჭირო, რომ მათ თავიანთი კოლეგები შეცვალონ, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეღამეა ქუჩაში დგანან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათის დამატებულია შინაგანი ჯარის 1000 წარმომადგენელი.
განკარგულება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა გასცა.
„ამგვარი გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმით, რომ მათ უნდა შეცვალონ იმ სამხედროები, რომლებიც უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალებას ასრულებენ",_ ნათქვამია განცხადებაში.