პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ქვეყნის უშიშროების საბჭო უკრანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იოანნა შტასკა-ვედოჩეკმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კომოროვსკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკვე ესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები