რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 5-6 დეკემბერს კიევში ჩავა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობილია, რომ ლავროვი ეუთოს ხელმძღვანელობასთან და წევრო-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კიევში ევრომაიდანის დარბევის შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეუთოს საგარეო საქმეთ საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა.
„როდესავ სამართალდამცავები თავს დაესხნენ მშვიდობიან აქციას, ალბათ ეუთოს შეხვედრისათვის ეს მისაღები ადგილი არ არის", _ განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.
მასალის გამოყენების პირობები