11 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში თავის იტალიელ კოლეგას, მინისტრ რობერტო მარონის შეხვდება.
მინისტრები განიხილავენ პოლიციის თანამშრომლობასთან და პოლიციის ექსპერტების ტრენინგებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ".
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის თავიდან აცილებაის, გამოძიების, გახსნასა და აღკვეთის საკითხებში.
შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმონა თანამშრომლობას ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, უკანონო მიგრაციასა და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს.